ფესტას ტექსტების კოლექცია
ქორწილის მოსაწვევის ტექსტები ქართულად
ქორწილის მოსაწვევის ტექსტმა სტუმარს უნდა უთხრას, ვინ ეპატიჟება, როდის და სად იმართება ღონისძიება. დანარჩენი შენი ტონია: ოფიციალური, თბილი თუ სულ რამდენიმე სიტყვით ნათქვამი. ქვემოთ ექვსი საწყისი მაგალითია — ფრჩხილებში ჩასმული ველები შენი ინფორმაციით შეცვალე.
კლასიკური და ელეგანტური
როცა მოწვევას ოფიციალური და მშვიდი ტონი უხდება.
ძვირფასო სტუმრებო, სიყვარულით გიწვევთ ჩვენი ქორწილის აღსანიშნავად. გვიხარია, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს თქვენთან ერთად გავიზიარებთ. [სახელი] და [სახელი] [თარიღი] · [დრო] [ლოკაცია, მისამართი]
თბილი და პირადი
ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის.
ჩვენი ახალი ამბავი იწყება და გვინდა, მისი ნაწილი თქვენც იყოთ. მოდით, ერთად შევქმნათ დღე, რომელიც სიყვარულით, სიცილითა და საყვარელი ადამიანებით გვემახსოვრება. გელოდებით ჩვენი ქორწილის დღეს! [სახელი] და [სახელი] [თარიღი] · [დრო] · [ლოკაცია]
მოკლე და მინიმალისტური
კომპაქტური ტექსტი იმ დიზაინებისთვის, სადაც ვიზუალს მეტი სივრცე სჭირდება.
ჩვენ ვქორწინდებით! გაგვიხარდება, თუ ამ დღეს ჩვენთან ერთად გაატარებთ. [სახელი] და [სახელი] [თარიღი] · [დრო] [ლოკაცია]
რომანტიკული
რბილი, ემოციური ტონი ზღაპრული ან ყვავილებიანი დიზაინისთვის.
ჩვენი ისტორია ახალ თავს იწყებს. ამ დღის ყველაზე ლამაზი მოგონება საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა იქნება. სიყვარულით გეპატიჟებით ჩვენს ქორწილში. [სახელი] და [სახელი] [თარიღი] · [დრო] [ლოკაცია]
ოჯახების სახელით
თუ მოწვევაში ორივე ოჯახის ჩართულობის გამოხატვა გსურთ.
[ოჯახის გვარი] და [ოჯახის გვარი] ოჯახები სიყვარულით გიწვევთ [სახელისა] და [სახელის] ქორწილში. გაგვიხარდება, თუ ჩვენი ოჯახის სიხარულს გაიზიარებთ. [თარიღი] · [დრო] [ლოკაცია, მისამართი]
ცერემონია და წვეულება სხვადასხვა ადგილას
როცა სტუმარმა ორივე ღონისძიების დრო და მისამართი უნდა იცოდეს.
სიყვარულით გეპატიჟებით ჩვენი ქორწილის დღეს! [სახელი] და [სახელი] [თარიღი] ცერემონია — [დრო], [ცერემონიის ლოკაცია] წვეულება — [დრო], [წვეულების ლოკაცია] გელოდებით, რომ ეს დღე ერთად აღვნიშნოთ.
რა დავამატო საჭიროების მიხედვით?
დასწრების პასუხი:„გთხოვთ, [თარიღამდე] შეგვატყობინოთ, შეძლებთ თუ არა მობრძანებას.“ მიუთითე პასუხის რეალურად მოქმედი გზა — დასტურის ფორმა ან საკონტაქტო ინფორმაცია.
დრესკოდი:„დღის განწყობა — [სტილი ან ფერთა პალიტრა].“ თუ ეს მხოლოდ სურვილია, ტექსტშიც ასე დაწერე, რომ სტუმარმა სავალდებულო პირობად არ აღიქვას.
ორი ლოკაცია:ცერემონიასა და წვეულებას ცალკე მიუთითე დრო და მისამართი. რუკის ბმულიც შესაბამის ადგილს უნდა ხსნიდეს.
ტექსტის ჩასმამდე გადაამოწმე
- ყველა სანაცვლო ველი შეცვლილია და სახელები სწორ ბრუნვაშია.
- თარიღი, დრო და ლოკაცია ერთნაირია ტექსტსა და ედიტორის შესაბამის ველებში. უკუთვლისთვის თარიღისა და დროის ველებიც შეავსე.
- მობილურის Preview-ში ტექსტი კარგად იკითხება და მნიშვნელოვანი სიტყვები არ იკარგება.
- პატარა ტექსტური სივრცის მქონე დიზაინში მოკლე ვერსია გამოიყენე; დამატებითი ინფორმაცია შესაბამის სექციებში გადაიტანე.
ეს მაგალითებია და არა კლიენტების მოსაწვევებიდან გადმოღებული ტექსტები. თავისუფლად მოარგე შენს ამბავსა და სტუმრებს.
ნახე შენი ტექსტი მოსაწვევში
აირჩიე დიზაინი და გამოცადე ინფორმაცია უფასო Preview-ში.
გამოსცადე უფასოდ ↗მოსაწვევის შექმნის სრული გზამკვლევი